ფეხბურთი

19:15 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "კარგი მატჩი იყო კარგი გუნდის წინააღმდეგ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "უოტფორდთან" სტუმრად მოგებული (3:0) პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე თამაშობდა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც შეძლო გამარჯვება.

"მეტოქე თავს იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა და რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მსგავსი რამ ცუდი არაა თუ ჯიუტად უტევ. მესამე გოლი კარგი გამოვიდა, ტრენტის საჯარიმო დარტყმა კი საუცხოო იყო. საბოლოოდ, კარგი მატჩი იყო კარგი გუნდის წინააღმდეგ." - განუცხადა BBC-ს გერმანელმა სპეციალისტმა.

"ლივერპულმა" 2007 წლის შემდეგ პირველად მოახერხა, რომ სასტარტო 13 მატჩში არ წააგო. "მერსისაიდელები" მეორე ადგილზე 33 ქულით იმყოფებიან და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" ორი ქულით ჩამორჩებიან.

0.113703