ფეხბურთი

13:45 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ჩვენი გამოწვევაა წინსვლა და მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "ჩელსისთან" მოგებული (3:1) პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი უნდა შეეჩვიოს დამაჯერებლად თამაშს, რადგან შეუძლია.

"ჩემგან ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა. ძალიან ბედნიერი ვარ და ანალიზიც საჭირო არაა, ფეხბურთელები უნდა შევაქოთ, რადგან ფანტასტიკურად ითამაშეს. ჩვენ გვჭირდება თავმდაბლობა და გააზრება იმის, რომ დიდი საქმეების გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენი გამოწვევაა წინსვლა და მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა. დარჩენილი სეზონისთვის ესაა ჩვენი გამოწვევა." - განაცხადა გახარებულმა არგენტინელმა სპეციალისტმა.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობის პერიოდში "ტოტენჰემმა" სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი (22) ლონდონური დერბი მოიგო. "მამლები" სატურნირო ცხრილში "ჩელსი" მოიტოვეს და 30 ქულით მესამე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112057