ფეხბურთი

17:05 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი კოვაჩის შესახებ: "შიდა მოლაპარაკებებია საჭირო"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბუნდესლიგის მე-12 ტურში გუნდის თამაში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნიკო კოვაჩთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.

"ბაიერნმა" შინ "დიუსელდორფთან" ფრედ 3:3 ითამაშა და სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან "დორტმუნდს" ცხრა ქულით ჩამორჩა.

"რთული დღე გვქონდა. შიდა მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა დანამდვილებით ვიტყვი, რომ მომდევნო შეხვედრაში გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება. პირველი გოლი ისეთი გავუშვით, თავი კომედიურ ფილმზე მეგონა." - განუცხადა Bild-ს ჰიონესმა მატჩის შემდეგ.

მომდევნო მატჩს "ბაიერნი" შინ "ბენფიკასთან" 28 ნოემბერს გამართავს. ბუნდესლიგაში კი ხორვატი სპეციალისტის გუნდმა 27 ოქტომბერს მოიგო.

0.123705