ფეხბურთი

14:19 | 2.10.2014 | ნანახია 1283 - ჯერ

ვაჩიბერაძემ გაიტანა, იჩუაიძემ ითამაშა

დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდის კაპიტანმა ბექა ვაჩიბერაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში “პორტუს” გაუტანა. ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა მატჩის საწყის წუთებში თერთმეტმეტრიანით დააწინაურა თანაგუნდელები. რამდენიმე წუთში პორტუგალიელებმა ასევე პენალტით გაქვითეს ანგარიში. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა.

ვაჩიბერიძის თანაგუნდელია ქართული გვარის მქონე ილია იჩუაიძე. ამპლუით მცველის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ჩემპიონატში პირველ ტურში ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში შედგა, მეორე ტურში ვაჩიბერაძეს მსგავსად სრულად ითამაშა “პორტუსთან” შეხვედრაში.

ვაჩიბერაძე უკრაინის 16, 17 და 18-წლამდე ნაკრებებში თამაშობდა. ამჟამად 19-წლამდე ნაკრების მოთამაშეა. ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი 2012 წელს “შახტარში” “ჩერნომორეცის” 17-წლამდე გუნდიდან გადავიდა.

უკრაინის 17-წლამდე ნაკრებში თამაშისას “მიხეილ მესხზე” ქართველი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


დიმა შარიქაძე


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:25 | 02.10.2014
kutaiseli7 (1475)

ხო ზაზას ბიჭია ძალიან კარგი ფეხბურთელია მამამისი ძალიან ტექნიკური იყო და იმედია ისიც ასეთი იქნება

19:48 | 02.10.2014
ilia_juventus (2091)

ვაჩიასთანნ მიტამაშია ფეხბურთი პატარა რომ იყო.. დზნ კარგად ფლობს ბურთს. კარგი პასი აქვს.. და დრიბლინგიც.. დზნ მაგარიაა )) :* :* :*

19:48 | 02.10.2014
ilia_juventus (2091)

ქუთაისში..

18:16 | 02.10.2014
3 სავანელი (1199)

წარმატებები

17:53 | 02.10.2014
kkksh (1)

ამ ბიჯზე ადრეც იყო დაწერილი ის ტორპედოში ნატამაშები ზაზა ვაჩიბერაძის შვილია და სამწუხარო ისარის რომ ჩვენ ვაი ქართველებმა ნაკრებში არ გამოიძახეს ამხელა ცარმატების მქონე ახალგაზრდა ... სირცXვილია რო ტავისი სამშობლო ვერ აფასებს

16:38 | 02.10.2014
bobo-vieri (1338)

ტორპედოში რო ვაჩიბერაძე იყო იმის შვილია ნეტა?
საქართველოს ნაკრებში არ უნდა თამაში?

16:34 | 02.10.2014
dattt (561)

ნეტა საჩვენოთ თუ გამოვიყენებთ ამათ ტალანტს?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124357