ფეხბურთი

3:30 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს ტურინული რეკორდი

სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ რეკორდების დამყარებას უკვე შეუდგა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „სპალთან“ შეხვედრაში შავ-თეთრი მაისურით მეათე გოლი გაიტანა.

კრიშტიანუს ხსენებული შედეგის დასაფიქსირებლად 16 თამაშის ჩატარება დასჭირდა და რეკორდიც ამაში მდგომარეობს: „იუვეს“ ისტორიაში საწყისი 10 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად სწორედ რონალდუმ მოახერხა.

პორტუგალიელმა 9-ჯერ თავი სერია A-ში გამოიჩინა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე.

0.115276