ავტოსპორტი

1:51 | 25.11.2018 | ნანახია 335 - ჯერ

სეზონის ბოლო პოულიც ჰამილტონმა დაისაკუთრა

ფორმულა 1-ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო ეტაპს აბუ დაბი მასპინძლობს და მის რბოლას მოწინავე რიგიდან, „მერსედესის“ პილოტები დაიწყებენ. პოულზე კვლავ ლუის ჰამილტონი დადგება, რომელმაც ამ სეზონში 11 საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. სულ კი მისი საკარიერო მონაგარი 83 პოულ პოზიციაა.

ჰამილტონმ საუკეთესო დრო ბოლო ცდაზე დააფიქსირა, როცა წრე წუთსა და 34.794 წამში გაიარა, რაც აბუ დაბის ტრეკ იას მარინას რეკორდული დროა. მას მხოლოდ 0.162 წამით ჩამორჩა თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი. მესამე ადგილს კი სებასტიან ფეტელი დასჯერდა. ამგვარად, „მერსედესის“ პილოტები აბუ დაბის ზედიზედ მეხუთე რბოლას დაიწყებენ წინა რიგებიდან.

„ეს ბოლო კვალიფიკაციაა, რომელზეც ამ მანქანით გამოვედი. ამიტომ ძალიან ემოციური კვალიფიკაცია იყო. ალბათ ასე კარგად არცერთ სხვა მანქანას არ შევწყობივარ. ჩვენ ემოციური კავშირი გვაქვს. ყოველთვის იოლი არ იყო, ხან გვიჭირდა. მაგრამ დიდი პრივილეგია იყო ამ მანქანაზე მუშაობა და დიდად მადლობელი ვარ გუნდის, მისი ყველა წევრის, რომლების გარჯამაც ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.

აბუ დაბიში მაქს ფერსტაპენს ბოლო შანსი ჰქონდა იმისა, რომ ფ1-ის ისტორიაში პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გამხდარიყო. მაგრამ 21 წლის ჰოლანდიელმა მხოლოდ მეექვსე დრო გაახერხა და „მერსედესის“ და „ფერარის“ პილოტების გარდა, თავის თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსაც ჩამორჩა.

ფ1-ში თავის ბოლო რბოლას მე-15 პოზიციიდან დაიწყებს ფრნანდო ალონსო, ვისი მანქანის უკანა ნაწილიც, მისივე ჩაფხუტის ფერებშია გაწყობილი. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ რბოლაში მთავარ ამოცანად ფინაშამდე მიღწევას ისახავს, ქულების აღება კი ოცნბაა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.794
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:34.956
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:35.125
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:35.365
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.401
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:35.589
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:36.192
  8. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:36.237
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:36.540
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:36.542
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:36.982
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:37.132
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:37.309
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.541
  15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:37.743
  16. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:37.994
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:38.166
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:38.577
  19. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:38.635
  20. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:38.682
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.07185