ფეხბურთი

2:08 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გაჩერებას არ აპირებს

სანაკრებო პაუზის მერე იტალიის სერია A-ც განახლდა. პირველი სათამაშო დღე არასტუმართ მოყვარე გამოდგა. ყოველშემთხვევაში სამი მატჩი გაიმართა და სამივეში მასპინძლებმა მოიგეს.

ტური უდინეში დაიწყო, სადაც „რომა“ ჩავიდა. ახალი ცოცხი კარგად გვისო და როგორც ჩანს, ეს გამოთქმა რეალობას ასახავს. „უდინეზემ“ შეზონი საშინლად დაიწყო და შედეგად, პაუზის დროს მწვრთნელი შეიცვალა. დავიდე ნიკოლას დებიუტი კი „მგლების“ წინააღმდეგ შედგა და პირველი გამოცდა ჩინებულად ჩააბარა. „ფრიულელებმა“ „ჯალოროსი“ როდრიგო დე პაულის კინკილა გოლით დაამარცხეს და გამარჯვების გემო გაიხსენეს. „რომაზე“ კი რა უნდა ითქვას? ცუდ ფორმაშია გუნდი და ეუსებიო დი ფრანჩესკო ვითარებას მალე თუ არ გამოასწორებს, შეიძლება უმუშევარიც დარჩეს.

დღის ბოლო შეხვედრაში მილანის „ინტერმა“ „ფროზინონე“ მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის გამო რამდენიმე ლიდერი დაასვენა და მათ შორის, მაურო იკარდიც. თუმცა, მისმა შემცვლელებმა თავი ჩინებულად წარმოაჩინეს. კეიტა ბალდემ პირველი დუბლი მიითვალა შავ-ლურჯი მაისურით, ხოლო ერთიც ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. „ინტერი“ „ნაპოლის“ გაუთანაბრდა. ყოველშემთხვევაში ერთი დღით მაინც.

და ბოლოს, ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც მორიგი თამაში მოიგო. 13 ტური, 12 გამარჯვება 1 ფრე - ფანტასტიკური შედეგია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „სპალი“ ვარჯიშ-ვარჯიშ დაამარცხა და სიძნელეებს არ გადაწყდომია. კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა დააფიქსირა. ტურინელები მდევრებს 9 ქულით უსწრებენ და ძნელი წარმოსადგენია სკუდეტოში ვინმე შეეცილოს.

„იუვენტუსი“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო (კიელინი 87); კუადრადო, პიანიჩი, ბენტანკური, დუგლას კოშტა (მატუიდი 73); მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„სპალი“ (4-4-2): გომისი; ჩიონეკი, ბონიფაცი, ფელიპე, ფარეში; ლაძარი, სკიატარელა (ვალდიფიორი 83), კურტიჩი, მისიროლი (ვალოტი 59); ანტენუჩი, პეტანია (პალოსკი 85)

გოლები: 1:0 რონალდუ (29), 2:0 მანჯუკიჩი (60)

გაფრთხილება: ბენტანკური (64) - ჩიონეკი (39), ფარეში (49), სკიატარელა (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

„უდინეზე“ – „რომა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დე პაული (54)

„ინტერი“ – „ფროზინონე“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კეიტა (10), 2:0 ლაუტარო მარტინესი (57), 3:0 კეიტა (82)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.530989