„მანჩესტერ სიტი“ აგრძელებს სტაბილურ სვლას. ისინი წყნარად იგებენ თავის მატჩებს და მოთმინებით ელოდებიან როგორ კარგავენ კონკურენტები ქულებს. ამჯერად „ქალაქელებმა“ „ვესტ ჰემს“ ნახევარი საათის თავზე მოუმთავრეს საქმე. დავიდ სილვამ. სტერლინგმა და სანემ, 34-ე წუთისთვის ლონდონელთა პოლონელი მეკარე ფაბიანსკი სამჯერ დაამწუხრეს. სანემ, მესამე დამატებულ წუთზე კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და დუბლიც მიითვალა.
თუმცა, „სიტის“ დამრიგებელი თავისი ფეხბურთელების გარჯით უკმაყოფილო დარჩა.
„კარგია, რომ 4:0 მოვიგეთ. ეს გამარჯვება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ. ნახეთ, „რეალს,“ „ბაიერნს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ რა დაემართათ? თუმცა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით და გაგვიმართლა რომ ვერ გაგვიტანეს. ასე თამაში არ შეიძლება.“ - უთხრა გვარდიოლამ BBC-ს.
ლიდერს არ ჩამორჩა უშუალო მდევარი - „ლივერპული.“ თუმცა, იურგენ კლოპის შეგირდებმა კერკეტი „უოტფორდი“ ბოლოსკენღა გატეხეს. გოლები სალაჰმა, ჭაბუკმა ალექსანდერ-არნოლდმა და ფირმინომ გაიტანეს.
გვარდიოლასგან განსხვავებით, კლოპი ნამატჩევს გაბადრული იყო: „ვფიქრობ, ანგარიში ზუსტად ასახავს მოედანხზე მიმდინარე მოვლენებს. რამდენჯერმე კიდევ უნდა გაგვეტანა, მაგრამ არა უშავს. ღირსეულად გავიმარჯვეთ. ტრენტ ალექსადერ-არნოლდის მიერ შესრულებული საჯარიმო ხომ საერთოდ ოცნების სფეროა.“ - განუცხადა კლოპმა იმავე BBC-ს.
საინტერსო იყო ლონდონური დერბი „უემბლიზე,“ სადაც „ტოტენჰემმა“ „ჩელსის“ 3:1 მოუგო. ბურთები მასპინძელთგან დელე ალიმ, კეინმა და კორეელმა სონმა გაიტანეს. სტუმართაგან კი ფარნგმა ჟირუმ.
ჰარი კეინისთვის ეს 25-ე გოლი აღმოჩნდა ლონდონურ დერბებში. მასზე მეტი, „ტოტენჰემიდან,“ ამ მხრივ, მხოლოდ ტედი შერინგემს გაუტანია - 32. საერთოდ კი, კეინს პრემიერლიგის 230 მატში 151-ჯერ გამოუჩენია თავი.
საინტერესო გამოდგა მატჩი ლონდონისვე „ქრევენ კოტეჯზე,“ სადაც „ფულემი“ „საუთჰემპტონს“ მასპინძლობდა. ორთავჯანში ფულემელებმა 3:2 იმარჯვეს. მასპინძელმა ალეკსანდრ მიტროვიჩმა და სტუმარმა სტიუარტ არმსტროგმა კი დუბლი მიითვალეს.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-13 ტური. 24 ნოემბერი
ვესტ ჰემი - სიტი 0:4
ლონდონი. „ოლიმპიური.“ 56 886
0:1 სილვა (11), 0:2 სტერლინგი (19), 0:3, 0:4 სანე (34, 90+3)
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, საბალეტა, მასუაკუ (კრესუელი 46), ბალბუენა, დიოპი, ანტონიო, ობიანგი, ანდერსონი (პერესი 69), დიანგანა (ერნანდესი 55), რაისი, არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სიტი: ედერსონი, ოტამენდი, უოკერი, ლაპორტე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, დელფი, გიუნდოგანი (ფოდენი 69), აგუერო (ჟეზუსი 81), სტერლინგი (მაჰრეზი 75), სანე
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება არ ყოფილა
მანჩესტერი - კრისტალ პალასი 0:0
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 516
მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, დარმიანი, სმოლინგი, ლინდელოფი, მატა (რაშფორდი 60), მატიჩი, პოგბა (სანჩესი 68), ლინგარდი (ფელაინი 60), ლუკაკუ, მარსიალი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, ვან-ბისაკა, მაკარტური, კუიატე, თაუნსენდი (შლუპი 88), მილივოიევიჩი, მაიერი, ზაჰა (აიუ 90)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
მსაჯი: ლი მეისონი
გაფრთხილება: იანგი (71); ვან-ბისაკა (9), საკო (27)
უოტფორდი - ლივერპული 0:3
უოტფორდი. „ვიქარიჯ როუდი.“
0:1 სალაჰი (67), 0:2 ალექსანდერ-არნოლდი (76), 0:3 ფირმინო (89)
უოტფორდი: ფოსტერი, მარიაპა, კატკარტი, ფემენია, მასინა, კაპუ, პერეირა, დუკურე, ჰიუზი (გრეი 75), დინი, დეულოფეუ (საქსესი 57)
მწვრთნელი: ხავი გარსია
ლივერპული: ალისონი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, შაჩირი (მილნერი 74), ფირმინო (მატიპი 90+2), სალაჰი (ფაბინიო 86), მანე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: ჯონათან მოსი
გაფრთხილება: ჰენდერსონი (60)
გაძევება: ჰენდერსონი (82)
ტოტენჰემი - ჩელსი 3:1
ლონდონი. „უემბლი.“ 55 465
1:0 ალი (9), 2:0 კეინი (16), 3:0 სონი (55), 3:1 ჟირუ (85)
ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ორიე, დევისი, ფოიტი, სისოკო, ერიკსენი, ალი (უინკსი 87), დაიერი, სონი (ლამელა 78), კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ჩელსი: კეპა, ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 58), ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი (ჟირუ 78), აზარი, მორატა (ჟირუ 58)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილება: რუდიგერი (19), აზარი (45+3), ჟორჟინიო (72)
ბრაიტონი - ლესტერი 1:1
1:0 მიურეი (15), 1:1 ვარდი (79, პენ)
გაძევება: მედისონი (ლესტერი)
ფულემი - საუთჰემპტონი 3:2
0:1 არმსტრონგი (18), 1:1 მიტროვიჩი (33), 2:1 შურლე (43), 2:2 არმსტრონგი (53), 3:2 მიტროვიჩი (63)
ევერტონი - კარდიფ სიტი 1:0
1:0 სიგურდსონი (59)