"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ალექსის სანჩესი გუნდში დარჩება. იანვარში მანჩესტერულ გრანდში გადასვლის შემდეგ სანჩესი სასტარტო შემადგენლობაში ხვდებოდა ხოლმე, თუმცა მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო აქვს (საშუალოდ მატჩში 55 წუთი).
კითხვაზე ელოდება თუ არა სანჩესის წასვლას, მოურინიო ასეთი პასუხი გასცა: "ასე არ ვფიქრობ, რადგან არასდროს უთქვამს, რომ წასვლა უნდოდა და არც ის, რომ ჩვენთან თავს ბედნიერად არ გრძნობს. გუნდურად თამაშობს, აუმჯობესებს ხარისხს და თამაშებში ბოლომდე იხარჯება."
"არსენალიდან" გადასვლის შემდეგ ჩილელმა შემტევმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. "მანჩესტერში" თამაშის პერიოდში სანჩესის სატრანსფერო ღირებულება 70-დან 55 მილიო ევრომდე დაეცა.