ფეხბურთი

21:00 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "საიდუმო არაა, რომ "მილანი" მომწონს"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ მალავს, რომ „მილანი“ ეპატიჟება. შვედმა არც ის დამალა, რომ იტალიური გუნდი მის გულშია, თუმცა, დაბრუნდება თუ არა, „სან სიროზე“, ამაზე კონკურეტული არაფერი უთქვამს.

„მილანისგან“ დაინტერესება არსებობს, მაგრამ „გალაქსისთან“ ჯერ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. „მილანი“ მომწონს და ეს საიდუმლო არაა. ამ გუნდში ორი ძალიან კარგი სეზონი გავატარე. „ბარსელონადან“ გადავედი, სადაც ყველაფერი ცუდად წარიმართა და „მილანში“ მოვახერხე ღიმილის დაბრუნება. არ ვამბობ, რომ ვბრუნდები, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ არ დავბრუნდები“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ დაბრუნების შესახებ ბოლო დროს აქტურად იწერება. საუბარია 6-თვიან იჯარაზე, რადგან MLS-ში ამჟამად პაუზაა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ზამთარში „როსონერიმ“ სწორედ ასეთი ფორმულით „გალაქსიდან“ დევიდ ბექჰემი გადაიბირა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და ადგილობრივ პუბლიკას თავი სწრაფად შეაყვარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120795