ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ განაცხადა, რომ ლონდონში ბედნიერია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, როგორც ფეხბურთელი გაიზარდა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ჩელსიში“ ვრჩები. ორი შესანიშნავი წელი გავატარე აქ და უფრო მეტი მინდა. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, უფრო ძლიერი ფეხბურთელი გავხდი, მოვუგე სხვა და სხვა ჯილდო. მომწონს ქალაქი, მომწონს გუნდი და ბედნიერი ვარ, ომ ჩემი აქ ყოფნის დრო გაიზარდა“, - განაცხადა კანტემ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ორი დღის წინ „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. კანტე „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს, ამ დროში 105 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.