ფეხბურთი

17:00 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავის" მნიშვნელოვანი გამარჯვება

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „რუსთავმა“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა შემატა თავის აქტივს.

რუსთაველები ბოლო დროს წარუმატებლად თამაშობდნენ და საბოლოოდ, პლეი-აუტის ზონაშიც ამოჰყვეს თავი. სწორედ ამიტომ, ფოთში გამარჯვებას უდიდეის მნიშვნელობა ჰქონდა. „რუსთავმა“ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა. შეხვედრის ბედი მეორე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ელგუჯა ლობჯანიძემ ვარდნაში გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი შეხვედრა იყო, „კოლხეთმა“ ვითარება ვერ შეცვალა და შესაძლოა დღესვე გაიფორმოს ეროვნული ლიგა 2-ის საგზური.

თუ „სამტრედია“ „დილას“ დაამარცხებს, „კოლხეთს“ გადარჩენის თეორიული შანსიც არ დარჩება. ეს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. „რუსთავმა“ კი მეშვიდე ადგილზე აინაცვლა და ახლა ისღა დარჩენია, რომ ხვალ კონკურენტ „სიონის“ თამაშს დაელოდოს და „ლოკომოტივს“ უგულშემატკივროს.

„კოლხეთი“ – „რუსთავი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლობჯანიძე (2)

0.118407