ძიუდო

14:44 | 24.11.2018 | ნანახია 2507 - ჯერ

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია: ტრავმიანობა ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ეროვნულ ნაკრებში არსებულ ტრავმების ეპიდემიას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც სიტუაციაა დეტალურადაა აღწერილი.

“ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები ტრავმების გამო ვერ ახერხებენ ტურნირებზე ასპარეზობას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.
ჰააგის გრან პრიზე სამი ძიუდოისტი – ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდა. ისინი ჰოლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე საასპარეზოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია. მას ფეხის ტრავმა აწუხებს და დაახლოებით ერთი თვე მაინც მოუწევს რეაბილიტაცია.
შედარებით მსუბუქი ჩანდა ზებედა რეხვიაშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის ტრავმები (რეხვიაშვილს ფეხი აწუხებდა, ლიპარტელიანს – ნეკნი), ამიტომ ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა რეხვიაშვილს ტრავმა გაურთულდა და მან ოსაკას გრან სლემზე ვეღარ იასპარეზა.
უკვე იაპონიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გრან სლემზე ვეღარ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ასევე ტრავმა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ოსაკაში ისიც ვერ გავიდა ტატამზე.
საქართველოს ნაკრების ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკრების ძიუდოისტები ჯანმრთელნი შეხვდნენ წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრს – ჩინეთში გასამართ მასტერსს.
ჩინეთში შესაძლებელია იასპარეზოს ტრავმამოშუშებულმა ბექა ღვინიშვილმა, რომლის რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფად მიდის. ჯანმრთელადაა და მასტერსისთვის ემზადება ამირან პაპინაშვილი”.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:37 | 27.11.2018
grinchi (3221)

ტრამვიანობა კიარა დაუხოციათ ერთმანეთიო იაპონიაში სპორტალზე წერია

15:53 | 25.11.2018
lagashi (6738)

კრპალეკმა იაპონელები ფეხზე არ დააყენა და ბოლოს ვის დარჩა ოქრო

15:52 | 26.11.2018
ალექსანდრე (6188)

ვის დარჩა? გროლი 2-ჯერ ევროპის ჩემპიონია, 3-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი, 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 2-ჯერ მასტერსის ვერცხლის პრიზიორი, 5 გრანპრი და 2 გრანსლემი აქვს მოგებული, ხელწამოსაკრავი ნაღდად არ არის.

15:51 | 25.11.2018
lagashi (6738)

იაპონშიკებს მძიმე წონა ექცათ ყველაზე სუსტად. მარგიანი კი შემეცოდა , ბექაურს ჰქონია ის იაპონელი დამარცხებული

12:41 | 25.11.2018
გარეჯი (3417)

ტედი სამართლიანად არ ჩადის იაპონიაში. მარგიანიც ტყვილად გააფრთხილეს თან მიაყოლეს და სამჯერ უცბად. მეჯავრებიან ეს იაპონშიკები სზიზღრები და ცივ სისხლიანები არიან. რობოტებივით არიან

13:57 | 25.11.2018
ალექსანდრე (6188)

საინტერესოა ტედი 2020 წელს რას იზავს, არც ოლიმპიადაზე ჩავა?

11:00 | 25.11.2018
გარეჯი (3417)

წინასაარჩევნოთ პატივი სცეს ბიჭებს. იაპონიაში პაესკა მოუწყვეს

10:39 | 25.11.2018
lagashi (6738)

ეჰ რა კარგად გამოიყურება მარგიანი და მესამესთვისაც იაპონელს უნდა შეხვდეს...! ერთ ტურნირზე 2 იაპონელის დამარცხება როგორი მოსათხოვნია.., ეგეთი რამ კრპალეკს შეუძლია, შარშანდელ ძიგაროზეც 2 იაპონელი გამოაგდო და წელსაც იგივე ქნა.

10:26 | 25.11.2018
tomuri (1422)

ძიუდოში მაგარი ბარდაგია, ისიც ვერ გაიგეს ტრამვები სერიოზულიf იყო თუ მსუბუქი და ტყუილადf წაიყვანეს სპორტსმენები, ამხელა ხარჯი ტყუილად გასწიეს, რა ენაღვლება სახელმწიფოს ფულია

07:26 | 25.11.2018
lagashi (6738)

მალადეც გურამ, წითელი წარწერით კიმანო ვერ უშოვეს ?

08:40 | 25.11.2018
ალექსანდრე (6188)

თან მწვრთნელიც არ ახლავთ და აი შედეგიც.

23:59 | 24.11.2018
ogafa (10220)

ძალიან ცუდია

16:37 | 24.11.2018
sanzona (3181)

ჰოი საოცრება, ფედერაციამ განცხადება გააკეთა.

0.139492