კალათბურთი

14:00 | 24.11.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტის” მე-9 გამარჯვება

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-9 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

დეტროიტელები შინაურ კედლებში “ჰიუსტონ როკეტსს” დაუხვდნენ და ოვერტაიმში 116:111 სძლიეს, ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე 4 წუთი გაატარა და აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი – 2 აცილებული ტყორცნა.
“პისტონსის” მხრიდან საუკეთესონი ბლეიკ გრიფინი (28 ქულა, 9 მოხსნა), ანდრე დრამონდი (23 ქულა, 20 მოხსნა) და რეჯი ჯეკსონი (22 ქულა) იყვნენ, ჰიუსტონელთაგან კი ჯეიმს ჰარდენი (33 ქულა), კლინტ კაპელა (29 ქულა, 21 მოხსნა) და კრის პოლი (20 ქულა) გამოირჩნენ.
დეტროიტელებს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს ელით, როდესაც “ფენიქს სანსს” გაეჯიბრებიან.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:59 | 07.04.2017
პანტელეიმონი (4347)

კაპიტანო, 18 წუთში არ არის კარგი სტატისტიკა, უნდა მოუმატო ზაზა ! ! !

20:23 | 06.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

დურანტს უთქვამს, რომ დავბრუნდები ზაზა იყოს პარკეტზე, ფორმაში შესვლაში დამეხმარებაო. ოღონდ თავისი ჰექტარნახევრიანი თავი შორს ჰქონდეს ჩემი მუხლებისგანო DDDDDDDDD

18:11 | 06.04.2017
dinamo222 (8587)

არაუშავს პლეი ოფებში გამოჩდება ზაზას ძალა !!

16:44 | 06.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მოუკლო ზაზამ ბოლო თამაშები. ცუდ ფორმაშია

16:11 | 06.04.2017
Buratino (3505)

კარგია რომ მთლიანობაში გუნდმა და ლიდერებმა აკრიფეს, მაგრამ ზაზას შედეგიანობის დაცემა
(არა მხოლოდ ქულებში) მაფიქრებს. დურანტიც ბრუნდება და ისე არ მინდა გამოვიდეს რომ ზაზას დრო შეუმცირონ, ხოლო პლეი-ოფში სასტარტოდან ამოაგდონ

18:12 | 06.04.2017
dinamo222 (8587)

ამოაგდონ კი არა ზუსტად პლეი ოფებისთვის ინახავენ და ამიტომაც არ ათამაშებენ მთელი დატვირთვით

13:59 | 06.04.2017
sabonis (9584)

აკრიფა, როგორც იქნა სტიოპამ.DD

11:12 | 06.04.2017
iloreli (2516)

ონლეანთან უნდა წააგონ წესით... გრძელი სერია გამოუვიდათ მოგებების

10:47 | 06.04.2017
geogoli (968)

შევიდა ფორმაში გოლდენი, კარი და კლეიც მოვიდნენ აზრზე. ზაზამ მოუკლო შედეგიანობას.
კლივლენდი გამოფხიზლდა და პირველზეც გავა აღმოსავლეთში. რა ცოტა დააკლდა ვესტბრუკს, გადაიდო ცოტა რეკორდი

0.067211