ფეხბურთი

18:55 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" იკარდის დამატებას ზამთარში ეცდება

მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას აპირებს. Ok Diario-ს ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს წასვლით შემქნილი სიცარიელის შევსებას იანვარში ეცდება.

მთავარი კანდიდატი მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდია, რომლის ღირებულება ამჟამად 110 მილიონ ევროს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინვე გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ხორტავი მადრიდს ზაფხულში დატოვებს.

0.113636