ფეხბურთი

18:00 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "მბაპე და ნეიმარი "ლივერპულთან" ითამაშებენ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ კილიან მბაპე და ნეიმარი „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშს მოახერხებენ.

გერმანელმა სპეციალისტმა მათი თამაში "ტულუზას" წინააღმდეგ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ "ლივერპულთან" დიდი ალბათობით, მოედანზე იქნებიან:

„ისინი არ ითამაშებენ შაბათს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ „ლივერპულთან“ მოედანზე იყვნენ. პირველად არ გვიწევს მათ გარეშე თამაში, ასე იყო „სენტ ეტიენთანაც“. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მზად არიან“, - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი და მბაპე სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ შეხვედრებში დაშავდნენ. პსჟ-სა და „ლივერპულის“ მატჩი კი 28 ნოემბერს, პარიზში გაიმართება და ფრანგული გუნდისთვის ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სტატისტიკა
0.346342