ჭადრაკი

16:45 | 23.11.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ვენცზიუნი მსოფლიოს ჩემპიონია

27 წლის ჩინელი მოჭადრაკე ცზიუ ვენცზიუნი (2568) ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ცზიუს მეტოქე რუსი კატერინა ლაჰნო (2556) იყო, რომელიც კლასიკური პარტიების ბოლო დღეს ლიდერი გახლდათ, თუმცა, ვენცზიუნმა ანგარიში გაათანაბრა (2:2). ასევე ყაიმით დასრულდა ტაი-ბრეიკის 2 საწყისი პარტია (25+10), აი შემდეგ ეტაპზე კი, 10+10-ზე ორივე პარტია ჩინელმა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ვენცზიუნმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში თანამემამულე ტან ჟონგიის 5:5:4.5 სძლია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 12.12.2013
gujakakhadze (169)

ახალგაზრდებს აწინაურებენ?

21:17 | 12.12.2013
samtrediel (8001)

აბა შენ იცი ყმაწვილო.

0.065925