სხვა

1:00 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბილ გეიტსი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან ითანამშრომლებს

ამერიკელი ფილანტროპი და კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან ითანამშრომლებს.

ბილ გეიტსი საორგანიზაციო კომიტეტთან და იაპონიის სპორტულ სააგენტოსთან ამ ქვეყანაში გაეროს მიზნების განვითარების განხორციელებით დაკავდება.

გეიტსის თქმით, თამაშების ჩატარების წყალობით იაპონია სხვა სფეროებში განვითარებასაც შეძლებს, მათ შორის, სიღარიბესთან და კლიმატური პირობების ცვლილებებთან დაკავშირებითაც.

მთლიანობაში დასახულია 17 მიზანი, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებით.

www.geonoc.org.ge

0.125001