ფეხბურთი

14:14 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთში რჩებიან

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა „ტობოლთან“ კონტრაქტი 2 წლით გააანგრძლივეს. აღნიშნულ ინფორმაციას ყაზახური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

ორივე მათგანი კლუბის შეუცვლელი წევრია. კანკავამ გასულ სეზონში 30 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კვეკვესკირმა 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

„ტობოლმა“ ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე პოზიცია დაიკავა და მომავალ წელს ვროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.128307