ფეხბურთი

17:35 | 23.11.2018 | ნანახია 550 - ჯერ

ჯერარდი: „მჯერა, კლოპი „ლივერპულს“ პრემიერლიგას მოაგებინებს“

„ლივერპულის“ ლეგენდარული კაპიტანი, ამჟამად კი „გლაზგო რეინჯერსის“ მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, The Guardian-ს მისი იურგენ კლოპისადმი დამოკიდებულების შესახებ მოუყვა.

„მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ტელევიზორშიც ხშირად ვუყურებ, რათა კარგად დავინახო, როგორ უმკლავდება სხვადასხვა სიტუაციებს. ალბათ, მისნაირი ვერასოდეს გავხდები. საოცარი ქარიზმა და ენერგია აქვს.

თამაშის დროს ძალიან ემოციურია. მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება, შეუძლია თავი მოთოკოს და მშვიდად ისაუბროს. ამიტომაც, წარმატებით უძლებს წნეხს.

ძალიან მომწონს ეს სპეციალისტი და მჯერა, „ლივერპულს“ პრემიერლიგას მოაგებინებს.“- დასძინა სტივი ჯიმ.

პრემიერლიგის მე-12 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ 30 ქულით მე-2 ადგილზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:08 | 23.11.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ტიტული ვერა ჯერ მაგრამ ტოპ გრანდებთამ ანუ სადაც ეკუთვნის ლივერპულს იქ დააბრუნა კლოპმა რაც ტიტულის წინაპირონა არი.გუნდი იძენს სტაბილურობას და აქ რაც მთავარია მიმართულება.კლოპი 3წელია აქ არი და გუნდს ტიტული არ მოუგია მაგრამ მის ლივერპულში მოღვაწეობას რა თქმა უნდა დადებითად ვაფასეებ და უკვე ტიტულის მოლოდინში ვარ.ჯერარდს რაც შეეხება ჯერ წინ აქ ყველაფერი გამოცდილება ჭირდება თორე მისი საფეხბურთო ინტელექტის ყველას სჯერა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122577
სარეკლამო ადგილი - 99
X x X