კალათბურთი

14:41 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგესმა პაპალუკასს გადაასწრო

ცსკა-ს ესპანელმა გამთამაშებელმა სერხიო როდრიგესმა ევროლიგის საუკეთესო მეპასეთა შორის ევროპული კალათბურთის ლეგენგას თეოდოროს პაპალუკასს გადაასწრო.

ევროლიგის მე-8 ტურში ცსკა-მ მძიმე ბრძოლაში „ჟალგირისი“ 99:97 დაამარცხა. სერხიომ 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ევროლიგის კარიერაში 979 პასი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგლილზე გადავიდა. პაპალუკასს 977 პასი აქვს.

როდრიგესს ამ მაჩვენებელში შემდეგი ოთხი კალათბურთელი უსწრებს. თომას უერტელი (1051 პასი), მილოშ ტეოდოსიჩი (1126), დიმიტრის დიამანტიდისი (1255), ვასილის სპანულისი (1334).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095977