ფეხბურთი

10:23 | 23.11.2018 | ნანახია 440 - ჯერ

ლუჩესკუმ, შესაძლოა, „ფენერბაჰჩე“ გაწვრთნას

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, შესაძლოა, სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ჩაიბაროს. - გვამცნობს click.ro.

12 ტურის შემდეგ, „ფენერი“ თურქეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა. ცოტა ხნის წინათ, კლუბმა მთავარი მწვრთნელი, ფილიპ კოკუ დაითხოვა და ამჟამად სტამბოლელებს დროებით მეორე ჰოლანდიელი, ერვინ კუმანი წვრთნის.

ლუჩესკუს ხელმძღვანელობით, თურქეთის ნაკრები, ახლახან ერთა B ლიგიდან გავარდა. შვედეთისა და რუსეთის შემდეგ, მე-2 ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ რუმინელ სპეციალისტს ადრეც უმუშავია თურქულ კლუბებში. კერძოდ, სხვადასხვა დროს „ბეშიქთაშსა“ და „გალათასარაის“ წვრთნიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.127488