ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი, ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ, რომელიც ფიფას თავკაცი 2016 წელს გახდა, ბლატერის კორუფციულ სკანდალში გახვევის შემდეგ.
მანამდე Football Leaks გვამცნობდა, რომ ინფანტინომ „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს ფინანსურ მაქინაციებს წაუყრუა.
„ფიფას ეთიკის კომიტეტმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს და მისტერ ინფანტინოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. სად არის ის გამჭვირვალობა რომელსაც ინფანტინო წინასაარჩევნო კამპანიისას გვპირდებოდა?
წესით, მან თავად უნდა მიმართოს ეთიკის კომიტეტს და დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა.“ - განუცხადა ბლატემა ესპანურ AS-ს.