ფეხბურთი

9:02 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი „ლივერპულის“ ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელია

„ლივერპულის“ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, მოჰამედ სალაჰი ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ თვის განმავლობაში, ეგვიპტელმა, 5 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასითაც გამოირჩა. ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, „ცრვენა ზვედასთან“ გატანილი გოლი, მისთვის 50-ე ლივერპულური აღმოჩნდა.

„ოქტომბერი კარგი თვე გამოდგა ჩემთვის, მაგრამ მოუთმენლად ველი შემდგომ მატჩებს. გუნდის შედეგებითაც კმაყოფილი ვარ. ყველამ კარგად ითამაშა და ასევე უნდა გავაგრძელოთ.

მინდა „ლივერპულის“ მაისურით 100 გოლი გავიტანო. ვნახოთ, რა გამოვა. ბევრი მიზნები გვაქვს, თუმცა, ჯერ რაიმე მნიშვნელივანი უნდა მოვიგოთ, რათა ქომაგებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც ძლიერები ვართ.’ - განუცხადა სალაჰმა კლუბის ოფიციალურ გვერდს.

0.063702