ლიბერტადორესის თასის ფინალის საპასუხო მატჩამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. არგენტინული სუპერკლასიკოს პირველმა დაპირისპირებამ ორი კვირის წინ გამარჯვებული ვერ გამოვლინა (2:2).
საინტერესოა, რომ „ბოკა ხუნიორსმა“ უკანასკნელი ვარჯიში „ბომბონერაზე“ ჩაატარა და სტადიონი პირთამდე გაივსო. ის, რაც „ბოკას“ საშინაო არენაზე ვარჯიშის დროს ხდებოდა, უბრალოდ წარმოუდგენელია...
შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება და მატჩს „რივერის“ სტადიონი, „მონუმენტალი“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფინალურ დუელში არ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის წესი.