ფეხბურთი

20:20 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე "ლაციოსაც" მოუნდა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მსურველთა სია უკვე ლამის ყოველდღე იზრდება. როგორც იტალიური გამოცემა Radiosei იტყობინება, რომის „ლაციოს“ თვალთახედვის არეში 19 წლის ჩაკვეტაძეა.

„ლაციალეს“ სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს აღნიშნულ ტრანსფერზე პირადად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ „ლაციოსთვის“ ბელგიური ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია და ბელგიიდან არაერთი ფეხბურთელი დაუმატებია ახლო წარსულში - ლუკას ბილია, ადამ მარუშიჩი, ჯორდან ლუკაკუ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი.

აქვე შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე უკვე არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს. მათ შორის, „რომას“, „ტოტენჰემს“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, „დორტმუნდსა“ და „ბორნმუთს“.

ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ „გენტთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.121261