„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. ეს უკვე ოფიციალურად და მას შემდეგ, რაც გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ნორჩი დინამო“ დაამარცხა. არადა, აჭარლებმა თამაშის დაწყებისთანავე გაუშვეს გოლი, მაგრამ შეხვედრა შემოატრიალეს და სამი ქულა თავად მოიპოვეს. გამარჯვების და საგზურის მომტანი გოლი გაბრიელ რამოსმა მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე შეაგდო.
შედეგად, „დინამოს“ 70 ქულა დაუგროვდა და მდევართათვის მიუწვდომელი გახდა. მეორე ადგილზე „ვიტ ჯორჯიაა“, რომელმაც ქობულეთის „შუქურა“ ბოლოსკენ გატეხა, თუმცა, „დინამო ბათუმთან“ ჩამორჩენა 11-ქულიანია, რაც ბუნებრივია 3 ტურში ვერ აღმოიფხვრევა.
სხვა მატჩებს რაც შეეხება - წყალტუბოს „სამგურალმა“ მეტად მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შეინ ბრეგვაძის დუბლით მარტვილის „მერანთან“ პლეი-აუტის ზონა დატოვა. თავის მხრივ, იქ „მერანი“ და „შუქურა“ არიან, თუმცა, გადარჩენის შანსი ყველას აქვს, მათ შორის, ბოლოადგილოსან „ცხინვალსაც“, რადგან ამ გუნდებს შორის მხოლოდ 5 ქულაა განსხვავება.
„სამგურალი“ – „მერანი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბრეგვაძე (5), 2:0 ბრეგვაძე (45), 2:1 ზახარჩენკო (59)
„ნორჩი დინამო“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 კახელიშვილი (2), 1:1 აბუსელიძე (32), 1:2 რამოსი (90)
„შუქურა“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 მუსელიანი (83), 0:2 კალანდია (85. ა.გ)
„შევარდენი“ – „თელავი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 რუხაძე (24), 0:2 ბაშელეიშვილი (77), 0:3 ნოზაძე (81)