ნინო სალუქვაძის ტირში მიმდინარე შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, ქალთა შეჯიბრის კვალად, პრიზიორთა ვინაობა კიდევ სამ დისციპლინაში გაირკვა.
ვაჟები
1. რუსლან ლუნევი (აზერბაიჯანი) – 575 ქულა (99, 96, 91, 97, 96, 96)
2. ნორაირ არაქელიანი (სომხეთი) – 569 ქულა (94, 94, 93, 95, 98, 95)
3. მიხეილ სანიკიძე (ტირი ნინო სალუქვაძე) – 566 ქულა (91, 93, 94, 95, 96, 96)
გოგოები
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – 572 ქულა (94, 98, 99, 96, 93, 92)
2. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) – 560 ქულა (92, 96, 94, 94, 91, 93)
3. მარიამ ღვინიაშვილი (ტირი ნინო სალუქვაძე) - 550 ქულა (91, 91, 91, 95, 93, 89)
ბიჭები
1. აკაკი მოსულიშვილი (ტ.ნ.ს.) – 553 ქულა (93, 91, 93, 94, 92, 90)
2. ვლადისლავ კალმიკოვი (აზერბაიჯანი) – 552 ქულა (90, 89, 93, 93, 97, 90)
3. ივა ჭანკვეტაძე (ტ.ნ.ს.) – 548 ქულა (87, 94, 93, 96, 89, 89)
ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება შერეული წყვილებით. იმავე დღეს, 14 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.