14-16 დეკემბერს, მინსკში ბელარუსის თასის ღია გათამაშება გაიმართება ფარიკაობაში. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის ინიციატივით, ტურნირზე რაპირით მოაპარეზე ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.
შეჯიბრებაზე გამგზავრების, ცხოვრებისა და მონაწილეობის სრულ ხარჯებს პირადად მერაბ ბაზაძე დაფარავს. მინსკის სპორტის სასახლეში ქართველი რაპირისტები 15 დეკემბერს იასპარეზებენ.