ფეხბურთი

17:20 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას "ვიტესი" გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობს

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას არნემის „ვიტესი“ გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობს. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 1 დეკემბერს, როდესაც „ვიტესი“ „გელრედომზე“ „ემენს“ უმასპინძლებს, ფანები კაშიას დაემშვიდობებიან.

მოგეხსენებათ, გურამმა ჰოლანდია გასულ ზაფხულს დატოვა და ამერიკულ „სან ხოსეში“ განაგრძო კარიერა.

კაშიამ „ვიტესში“ დიდი კვალი დატოვა. ერედივიზიონში 245 თამაში ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია, გარდა ამისა, პირველი კაპიტანი გახდა, ვინც „ვიტესში“ ტიტული მოიგო (ჰოლანდიის თასი).

საბოლოო ჯამში ქართველმა მცველმა „ვიტესის“ მაისურით 2010-2018 წლებში 292 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა.

0.114684