ფეხბურთი

19:57 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ანდრე სილვას გამოისყიდის

ესპანური „სევილია“ „მილანიდან“ პორტუგალიელ თავდამსხმელ ანდრე სილვას გამოისყიდის. ამის შესახებ „დალაქების“ სპორტულმა დირექტორმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა.

„ვიცით, რომ მას სხვა გუნდებიც აკვირდებიან, მაგრამ ჩვენ მასზე გამოსყიდვის მუდმივი უფლება გვაქვს ან ზაფხულში, ან მანამდე. ასე რომ, გულშემატკივარს შეუძლია მშვიდად იყოს, ანდრე სილვა „სევილიაში“ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება“, - განაცხადა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, რომ ანდრე სილვა „სევილიაში“ გასულ ზაფხულს იჯარით გადავიდა, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება 38 მილიონ ევროდ აქვს. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფორვარდმა ლა ლიგის 11 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

0.126032