როგორც უკვე ვიუწყებოდით, ხვალიდან იაპონიის ქალაქი ოსაკა პრესტიჟულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებიც წარსდგებიან.
დღეს, წილისყრის პროცედურა შედგა და ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი პერუელ ხუან პოსტიგოსსა და ტაილანდელ სურასაკ პუნტანამს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) კი პირველ ნომრადაა განთესილი და მე-2 რაუნდში მისი მეტოქე ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლო იქნება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ნუგზარ ტატალაშვილი ძალებს ყირგიზ ერლან შეროვთან მოსინჯავს, ხოლო ზებედა რეხვიაშვილი პირველივე წრეში იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდება.
უშანგი მარგიანი (90 კგ.) მე-2 წრეში ავსტრალიელ სებასტიან ტემესისა და ფინელი სამული ვიიტანენის შეხვედრაში გამარჯვებულს გაეჯიბრება, პირველი განთესვის მქონე ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) კი ფიჯელ ტევიტა ტაკაიავასა და ყაზახი ადილხნა კოზიბაიევს შორის უმჯობესს შეერკინება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება გურამ თუშიშვილი, რომელსაც ასევე პირველი ნომერი გააჩნია და გრანდ სლემში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, სადაც მისი მოწინააღმდეგის ვინაობა სლოვენიელი ენეი მარინიჩისა და ჰოლანდიელი ჰენკ გროლის შეხვედრაში გაირკვევა.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 23 ნოემბერს მედლები ვაჟთა 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 24-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 25-ში – 90-ში, 100-სა და მძიმე (+100 კგ.) წონაში.
ვთქვათ ისიც, რომ ოსაკას Maruzen Intec Arena-ზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამივე დღეს 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკები კი 12:30 საათიდან გახლავთ დაგეგმილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვფიქრობ მარგველამ ძალები ვერ აღიდგინა და მაგიტო წააგო , შავმა თუ აღიდგინა ძალები ეგეც მეეჭვება (
მოგესალმებით ყველას,
მოკლედ ვისაც როგორ უნდა ისე მიდი-მოდის და გეგმავს წვრთნა - ვარჯიშს, შეკრებებსა და ტურნირებში მონაწილეობას. დროზე დანიშნეთ მთავარი მწვრთნელი, თორემ თავზე დაგემხობათ ყველაფერი.
ჩემდა გასაკვირად იმაზე კარგი შედეგები აჩვენეს ვიდრე დაშლილი გუნდი უნდა აჩვენებდეს
მგონი არც სჭირდებათ მთავარი მწვრთნელი, იახლონ ის მწვრთნელები ვისთანაც კარგად გრძნობენ თავს და იარონ ასე 
ჩირიკა ჰააგიდან ჩამოვიდა სამედიცინო შემოწმებაზე, ხოლო დანარჩენები პირდაპირ ჰააგიდან გადაფრინდნენ იაპონიაში ისე რომ შემოწმებაც არ გაუვლიათ. კარგი ვნახოთ რა მოხდება ალბათ ყველაფერი გაირკვევა. ისე მარგველა, შავი და თუში ტურნირის მერე თბილისში დაბრუნდებიან და აქ მოემზადებიან ჩინეთის მასტერსისათვის, ხოლო დანარჩენები იაპონიაში გაივლიან შეკრებას და იქიდან გადავლენ ჩინეთში. ისე რეხვიაშვილმა შედეგი თუ არ დადო იაპონიაში, ისე 16 უძლიერესში ვერ მოხვდება და ჩინურ მასტერსზე ვერ იასპარეზებს.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=grw9I1jYXmA')>0?'https://www.youtube.com/watch?v=grw9I1jYXmA':'https://www.youtube.com/watch?v=grw9I1jYXmA')) 2 საათი და 10 წუთიდან უყურე ინვალიდის კრესლოც დასჭირდა გასაყვანად.
მაგ ილეთზე რასაც ზებედა წამოეგო, შეუძლებელია ტრავმის მიღება, ისე რომ ფეხს ვეღარ ადგავდე ტატამს, ხოლო გაგრძელებისას, როცა მეტოქე მიუახლოვდა ეგრევე უკან გადავარდა ისე, რომ მეტოქე არ შეხებია და მერე ბევრად დიდხანს იწვა ტატამზე. ყოველივე ამის შემდეგ როცა ჩირიკას აქ ტოვებენ ზებდას უღებენ ბილეთს, გამოიყოფა სასტუმროს ხარჯები და მიემგზავრება იაპონიაში, საასპარეზოდ და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან არ დაგავიწყდეს რომ ფედერაციის ბიუჯეტი თითქმის ამოწურულია და ზედმეტი სეირნობის უფლებას არავის მისცემენ. აქ ლოგიკის მაგივრად ჯობს კარგად უყურო შეხვედრას და ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნის ფაქტორიც ჩართო.
შეხვედრას ძალიან კარგად ვუყურე და შენგან განსხვევბითაც სწორი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანე საერთოდ რას წერ ბავშე ბრატ თუ ფიკრობ და თუ ხდები ტიპს ისე ცუდათ ჩაყვა ფეხი მოტეხვას როგორ გადაურჩა მივკირს და თურმე იმსახიობააა ხომ კაი ეგრე იყოს რადგან შენ გინდა სპექტაკლი დადგა ზებედამ მალდეც ოსკარი გადავცეთ



ძალიან კარგად ვფიქრობ და ზუსტად ვიცი რომ ზებედას ტრავმა არ მიუღია. ილეთისას ეგ არ იყო საყრდენი ფეხი და თუ საყრდენ ფეხზე განხიორციელდებოდა შეტევა მეტოქე ჰანსოკუ მაკეთი დაისჯებოდა, მითუმეტეს თუ ასეთ ტრავმას მიაყენებდა. ისე ეგ არ დაიმალება და თუ ვცდები არც ამის აღიარება გამიჭირდება.
ალექსანდრე დაუშვათ და შენს ლოგიკას მივყვეთ და მართლა მსახიობოდა ზებედა დაიღალა და ტრავმა მოიმიზეზა მაშინ ამაზე მიპასუხე რაღაზე წაუმოდგა და ბეჭებზე რაღაზე დააანარცხებინა თავი თუ ვინმეს უსწორდება რომ ტატამზე რომ მიგასტებლერებენ ტრავმის ინსცენირება რომ ყოფილიყო ზებედას არანირი მცდელობა არ ექნებოდა რომ წამომდგარიყო და ბრძოლა გაეგრძელებინა ასე რომ სრულიად ალოგიკურია შე განცხადებებბი ალექს ჯიგარო
ალექსანდრე ზებედა ბევრჯერ იგებდა და ფიზიკის და სუნთქვის პრობლემა რომ აქვს არ ესაა ახალი და ვებრჯერ გამძლეობის გამო ლამის მოგებული სხვატკები წაუგია ბოლო წუთებზე მაგრამ ტრავმის ინსცენირება და მსახიობობა და სპექტალები არასდროს დაუდგამს დაიღლებოდა არ ქონდა არაფრის თავი მარტივია აგებდა და ეხლა დაიწყო ხომ ჰააგაში მსახიობობა და ჭინთვები და გორაობა ტატამზე ვაიმე ტრავმა მაქვსო და ვეღარ ვაგზელებო მაშინ შენი ნათქვამიდან და ლოგიკიდან ისე გამოდის რომ მომდევნო ტურნირებზე როგორც კი დაიღლება ეგრევე მოიკიდებზე ხელზე ფეხს ვსიო მოვიტეხე აღარ შემიძლია გაგრძელებაო
ლიპოს ვამართლებ რომ ძალები დაზოგა იაპონიისათვის და თავს გაუფრთხილდა, რადგან მეოთხედფინალში გასვლით 182 ქულას მოუყარა თავი და როცა ნახა რომ ნახევარფინალში დამარცხდა კორელი, ჩათვალა, რომ იგი მაქსიმუმ 350 ქულას აიღებდა ბრინჯაოსთვის და ამასთან შარსან ამავე ჰააგის ტურნირზე აღებული 350 ქულა გაუნახევრდებოდა კორელს. ასე რომ არაფერს აგებდა და აღარ გამოვიდა რეპეშაჟში.
ესეც ოსაკას გრან-სლემის ბადეები
რეპლიკა:
ტურნირზე ვერ იასპარეზებს ზებედა რეხვიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადშია.
ასევე საეჭვოა "ლიპოს" გამოსვლაც.
73 კგ-ში ჰაშიმოტო რენტარო ნოგამით ჩანაცვლდა
შეჯიბრების დაწყების ზუსტ დროს აუცილებლად დავდებთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით
აგერააა ძიუდოს ერთ ერთი საიტის განცხადება
ხოდა ასეთი შემთხვევის მერე როცა ფეხზე ვერ დგას და ხელსაც ვერ ართმევს მეტოქეს, 1 კვირაში იაპონიაში მიემგზავრება ასეთი რამგის ტურნირის საჭიდაოდ.
ჯერ გამოვიდეს ძმაო საჭიდაოდ არააა გადაწყვეტილი უეჭველად გამოვა თუ არა რდგანაც ბადეში წერია არ ნიშნავს რომ 100 პროცენტით გამოვა
მარტივი ლოგიკაა მიღოოო ტრავმა და ვერც გააგრძელაა და ვერც გააგრძელებდა ეხლა რა სიმძიმის ტრავმაა ეგ არვინ იცის და იდეაში რომ ქონდა ზებედას თავი ავარიდო ჭიდაობას ჯერ ერთი რომ ჰააგაში საერთოდ არ ჩავიდოდა და მეორე ის რომ მსახიობობას ტატმზე არ დაიწყებდა როგორც წეღან გითხარი არც გამოუცხადდებოდა.
ვაზარით იგებდა და მერე დაიღალა და ჭიდაობის თავი აღარ ქონდა დააკვირდი ბოლო წუთნახევარი, ყველა ვარიანტში დაეცემოდა. ფიზიკურად არ იყო მზად.
ალექსანდრე რას უნდა დავაკვირდე ძმაო რაღაც ალოგიკურს მიმტკიცებ ეხლა

ტიპი საათ ნახევარი იდგა ვერ დგებოდა ძლივს როგორღაც წამოდგა მტკივან ფეხს ვერც აკარედბდა ტატამს მივარდა ილეთI არც გაუკეთებია თავისით დაეცა ბეჭებზე საღოლ ზებედას რა მსახიობური ნიჭი ქონია შენ თუ ასე თვლი ჯობდა თეატრალურზე ჩაებარებინა
მარგველა და შავი მეორე ადგილზე არიან ამ ტურნირში და აქაც და დეკემბრის მასტერსზეც წარმატებით თუ არ იჭიდავეს რეიტინგის პირველ ადგილზე სეზონის დასრულებაზე არც უნდა იოცნებონ. ლიპო და თუში კი პირველზე არიან და უკეთესი შანსები აქვთ 50 ათასი დოლარის დათრევის, თუმცა კორელი და კრპალეკი კუდში მისდევენ.
რეიტინგში უნდა მეთქვა.
შურისმაძიებლები, გალაქტიკის მცველები, თვითმკვლელთა რაზმი, იქს ადამიანები, ფანტასტიკური 56-ეული... რაც გინდათ ის უწოდეთ, ამომავალი მზის ქვეყანა ოსაკას გრან-სლემისთვის სუნთქვას რომ შეგიკრავს და ვენებში სისხლს რომ გაგიყინავს სწორედ ისეთი შემადგენლობით წარსდგება.



გუნდში 2-მა ოლიმპიურმა და 16-მა მსოფლიოს ჩემპიონმა მოიყარა თავი. კონტინენტური პირველობის გამარჯვებულებს აღარ ვთვლი.
მოკლედ, ძიუდოს სამშობლოს რჩეული 56-ეული:
ვაჟები:
60 კგ - ნაოჰისა ტაკატო, რიუჯუ ნაგაიამა, ტორუ შიშიმე, იუმა ოშიმა
66 კგ - ჰიფუმი აბე, ჯოშირო მარუიამა, კენზო ტაგავა, ტაროჰ ფუჯისაკა
73 კგ - სოიჩი ჰაშიმოტო, შოჰეი ონო, მასაში ენიმუმა, არატა ტაცუკავა
81 კგ - ტაკანორი ნაგასე, ტაკეში სასაკი, კენია კოჰარა, სეიდაი სატო
90 კგ - მაშუ ბეიკერი, კენტა ნაგასავა, სოიჩირო მუკაი, გოკი ტაჯიმა
100 კგ - აარონ ვულფი, რიონოსუკე ჰაგა, კენტარო იიდა, იუსუკე კუმაშირო
+100 კგ - ჰისაიოში ჰარასავა, იუსეი ოგავა, ტაკეში ოჯიტანი, კოკორო კაგეურა
ქალები:
48 კგ - ამი კონდო, ფუნა ტონაკი, სანა იოშიდა, ჰირომი ენდო
52 კგ - უტა აბე, აი შიშიმე, ნაცუმი ცუნოდა, ჩიშიმა მაედა
57 კგ - ცუკასა იოშიდა, მომო ტამაოკი, კანა ტომიზავა, ჰარუკა ფუნაკუბო
63 კგ - მიკუ ტაშირი, ნამი ნაბეკურა, აიმი ნოუჩი, მასაკო დოი
70 კგ - ჩიზურუ არაი, იოკო ონო, საკი ნიიზოე, შიჰო ტანაკა
78 კგ - შორი ჰამადა, მამი უმეკი, რუიკა სატო, რიკა ტაკაიამა
+78 კგ - სარაჰ ასაჰინა, აკირა სონე, ნამი ინამორი, მაია აკიბა
ვიღაცააააა ძაააან ბალეშიკიააა იაპონური ძიუდოსი
ხო ჰაშიმოტოს გარდა ყველა უძლიერესი ყავთ.
ჰაშიმოტოც არის სიაში პირველი წერია 73კგ
ჰაშიმოტო მოიხსნა
თუ მოიხნა ეგ არ ვიცი
კი ნაღდად მოიხსნა და აღარც ბადეშია.stripslashes((strlen('http://www.ippon.org/gs_jpn2018.php')>0?' http://www.ippon.org/gs_jpn2018.php':' http://www.ippon.org/gs_jpn2018.php'))
თუში ს ბადეში ფინალამდე 2 იაპონელი უზის ჰარასავა და ტაკეში ოჯიტანი შავი ონოს ფინალამდე არ შეხვდება
ლუხუმა და ზებედა ტურისტების რანგში ეწვივნენ იაპონიას, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ხოლო დანარჩენებმა უნდა იჭიდაონ.
ზებედა არ გამოვა დაიწერა მოეხსნაო რამდენად მართალია არ ვიცი
იაპონიაში წავიდა და ბადეშიც არის.
ეგ ვიცი, რომ ბადეშიც რომ არის ვნახ,ე მაგრამ თქვეს არ გამოვაო და არ ვიცი გამოჩნდება გამოვა თუ არ გამოვა
ჰოლანდიაში ჩირიკამ ნაღდად მიირი ტრავმა, ხოლო ლიპოს და ზებედას არ მიუღიათ.
როგორ არ მიუღიათ მაგათაც მიიღეს ტრავმები მაგრამ ეტყობა მძიმე ტრავმები არ იყო
stripslashes((strlen('https://judobase.ijf.org/#/competition/contest/gp_ned2018_m_0081_0043')>0?'https://judobase.ijf.org/#/competition/contest/gp_ned2018_m_0081_0043':'https://judobase.ijf.org/#/competition/contest/gp_ned2018_m_0081_0043')) ეს უფრო შეხვედრის გაგრზელების სურვილის არ ქონაა ვიდრე ტრავმა.
აშკარად არ გეთანხმები ბრატ ამ სიტუაციაში რაშიც ზებედა იყო მანდ არ გაგრძელების სურვილი თუ დაინახე ჯობია არც გავაგრძელოთ ეს საკითი არავის ვუსურვებ ზებედას რაც მოუვიდა იმას ტატმზე ყოფნის დროს არცერთ ძიუდოისტს და შენ მეუბნები არ გაგრძელების სურვილი იყოო ეგ რომ ნდომოდა ზებედას საერთოდ არ გამოცხადებოდა ტატმზე და ისე მოიმიზეზებდა ტრავმს რაში აწყობდა სექტაკლის დადგმა და ტრავმის ინცენირება
4 წუთსა და 35 წმ-ზე ვაზარზე რო დავარდა მერე დააკვირდი.
ჯერ წევს ღრმად სუნთქვს და სულს ითქვამს და მერე ახსენდება, რომ მუხლზე ხელი მოიკიდოს.
ასე რომ საერთოდ არ გეთახმები რასაც იძახი იმაში.