კალათბურთი

15:03 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა შვიდ წუთში

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს, ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსი” “ჰიუსტონს როკეტსს” ესტუმრა და “ტოიოტა სენთერში” გამართული უხვქულიანი დაპირისპირება 124:126 წააგო.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7 წუთი გაატარა და 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
დეტროიტელთა რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 37 ქულითა და 11 მოხსნით, ანდრე დრამონდმა 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, შეხვედრის გმირი კი ჰიუსტონელთა ლიდერი ჯეიმს ჰარდენი გახდა 43 ქულით, 7 მოხსნით, 9 პასით და 4 ჩაჭრით.
“პისტონსს” 8 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს ისევ “როკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112818