სხვა

14:20 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-6 მარცხი კიუშიუ ბაშოზე (+VIDEO)

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც წლის დასკვნით სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი ოძეკის წოდებით ირჯება, ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა.

დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ ოძეკი ტაკაიასუს გაეჯიბრა და მართალია მისთვის სასურველი დგომა მიგი-იოცუ დააფიქსირა, მეტოქის მავაშის ხელში მოგდება ვერ მოახერხა და იაპონელმა სეკიტორმა უვატენაგე დააფიქსირა.
ამგვარად, ტოჩინოშინმა 6 მოგების წილ მე-6 მარცხი განიცადა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ორის მოგება სჭირდება.
ხვალ, ქართველი სუმოისტის მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება, რომელსაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.
“იმპერატორის თასის” მოგების უმთავრეს კანდიდატად აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო რჩება, რომელმაც მე-11 გამარჯვება იზეიმა, ხსენებულ ტაკაიასუს კი აქტივში 10 მოგება აქვს.
ვთქვათ ისიც, რომ კიუშიუ ბაშოს გამოეთიშა 32 წლის ოძეკი გოეიდო, რომელიც ბოლო დღეებში ტრავმირებული ასპარეზობდა, მე-8 გამარჯვების მოპოვების მერე კი, ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

0.115326