„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთხელაც სიამოვნებით გაწვრთნიდა რომელიმე ნაკრებს.
„ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რომელიმე ნაკრები მინდა გავწვრთნა. მიყვარს ის გრაფიკი, რომელიც კლუბში მუშაობისას არსებობს. მაგრამ ხანდახან კარგი იქნებოდა მეტი დრო მრჩებოდეს გოლფის სათამაშოდ. მეტი მყუდროებაც მომენატრა.“ - უთხრა გვარდიოლამ The Telegraph-ს.