„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, პოლ ინსს, მიაჩნია, რომ დროა, „მანჩესტერის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კლუბი დატოვოს.
„არ მიკვირს ხმების გაგება იმის შესახებ, რომ იანვარში პოგბა „მანჩესტერს“ დატოვებს. ის ამბობს, რომ კლუბში ბედნიერია, მაგრამ მისი არცერთი სიტყვის მჯერა.
პ
კლუბის ხელმძღვანელობა უნდა დაფიქრდეს, რამდენად უღირთ ფრანგის გაშვება. მე მგონია, რომ უნდა წავიდეს, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. პოგბა არათანმიმდევრული იყო სეზონის განმავლობაში და ახლა, უბრალოდ, ყურადღების მიქცევას ცდილობს, რათა ხალხმა მასზე ილაპარაკოს.“ - უთხრა ინსმა Goal.com-ს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს პოგბა ყოფილ კლუბ „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს და ძველ პარტნიორებს უკვე უთხრა ამის შესახებო.