ფეხბურთი

10:18 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკლას ბენდტნერი 50 დღით ციხეში ჩაჯდება

დანიურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დანიის ნაკრებისა და ნორვეგიული „რუსენბორგის“ ფეხბურთელის, ნიკლას ბენდტნერის აპელაცია და 50 დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - გადმოგვცემს Associated Press.

საქმე ის არის, რომ წლეულს სექტემბერში, კოპენჰაგენში, 30 წლის ბენდტნერი ტაქსის მძღოლის მუშაობით უკმაყოფილო დარჩენილა და ფულის გადახდაზე უარი უთქვამს. მძღოლი გაბრაზებულა და ნიკლასი გამოულანძღავს. ამაზე უკვე სპორტსმენიც აღშფოთებულა და მძღოლისთვის ისეთი შემოუკრავს, ყბა მოუტეხავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბენდტნერს 50 დღიანი პატიმრობის განაჩნენი გამოუტანა. თანაც ზედ 230 დოლარის ჯარიმის გადახდაც დაავალა.

0.127944