ფეხბურთი

22:07 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს საფიქრალი "ლივერპულთან" მატჩის წინ

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ 28 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი მატჩი ელოდება „ლივერპულის“ წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა პარიზული გუნდი ჯგუფიდან გასვლას.

საფრანგეთის ჩემპიონს „წითლებთან“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, მაგრამ საკადრო პრობლემები აქვს.

სანაკრებო პაუზამ პსჟ-ს ცუდი ვითარება შეუქმნა. ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ მატჩში მერვე წუთზე დაშავდა ნეიმარი, ხოლო მეორე დღეს საფრანგეთისა და ურუგვაის სპარინგში ტრავმა კილიან მბაპემაც მიიღო და ისიც პირველ ტაიმში შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელთა დაზიანებების ხარისხი. როგორც ირკვევა, ეს უახლოესი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. თუმცა, უკვე ვიცით, რომ შაბათს, ლიგა 1-ში „ტულუზასთან“ ვერცერთი ითამაშებს. მაგრამ ტომას ტუხელისთვის მთავარია გუნდის ლიდერებმა ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ C ჯგუფში ძალიან დაძაბული ვითარებაა: „ლივერპულს“ 6, „ნაპოლის“ 6, პსჟ-ს 5 და „ცრვენა ზვეზდას“ 4 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077