ბათუმის “ნონამ” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ზედიზედ მესამედ მოიგო, ამასთან, ამ გუნდმა უძლიერესის ტიტული ბოლო 5 წლის განმავლობაში მეოთხედ დაისაკუთრა. “ნონამ” დასკვნით მე-7 ტურში “ნონამ” “თბილისი” 4:2 დაამარცხა და თავი 13 ქულას მოუყარა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: დავით ჯოჯუა (5.5 ქულა 7-დან), დავით მაღალაშვილი (5 ქულა 7-დან), დავით ბენიძე (6.5 ქულა 7-დან), კონსტანტინე შანავა (4.5 ქულა 7-დან), სოფიკო ხუხაშვილი (6.5 ქულა 7-დან), მირანდა მიქაძე (6 ქულა 7-დან). გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ, მენეჯერი კი გია ჭანტურია.
II-III ადგილები თბილისის “თბილისმა” და რუსთავის “რუსთავმა” გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, მეორე ადგილზე დედაქალაქის კლუბი გავიდა და რუსთაველებს, რომლებიც წინა წლებში მუდმივად საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები იყვნენ, “კუთვნილი” ჯილდო წაართვა.
საბოლოო მდგომარეობა:
“ნონა” – 13 (34) ქულა;
“თბილისი” – 11 (32) ქულა;
“რუსთავი 1” – 11 (30) ქულა;
“ოზურგეთი” – 8 (23) ქულა;
“ამომავალი ვარსკვლავი” – 7 (18) ქულა;
“ზუგდიდი” – 4 (13) ქულა;
“რუსთავი 2” – 2 (11,5) ქულა;
“იმერეთი” – 0 (6,5) ქულა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 35 000 ლარი იყო, საიდანაც “ნონამ” 15 ათასი მიიღო, დანარჩენი თანხა კი ასე განაწილდა: II ადგილი – 10 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი, IV ადგილი – 3 000 ლარი, V ადგილი – 2 000 ლარი;