კალათბურთი

20:00 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბავშვთა კალათბურთის განვითარების ახალი პროექტი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ახალი, მოზარდ კალათბურთელებზე გათვლილი პროექტი შეიმუშავა, რის თანახმადაც გუნდებს, რომლებიც წარმატებით ითამაშებენ 12-13 წლამდე შიდაჩემპიონატებში, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილოებისთვის კალათბურთის ფედერაცია დააფინანსებს.

ფედერაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და მისი მიზანია ბავშვთა კალათბურთის განვითარება და ბავშვების გამოცდილების მიღება საერთაშორისო ასპარეზზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის, შანსი ეძლევათ მიიღონ საჭირო გამოცდილება. კონკურენციის პირობებში დაიხვეწონ და განავითარონ უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ჩამოყალიბებისთვის. მთავარი სწორედ ესაა და არა, რომელიმე გუნდის შედეგები ტურინრებზე. რა თქმა უნდა, ესეც სასიხარულო იქნება, მაგრამ მთავარი ბავშვთა კალათბურთის განვითრებაა. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროექტი დავხვეწოთ და უფრო მასიური გავხადოთ. სამომავლოდ, ჯუნიორ NBA-ს გარდა, ასეთი შესაძლებლობები და დაფინანსება, წინასწარ შემუშავებული ქულების სისტემით მიეცემათ საქართველოს მასშტაბით საკალათბურთო სკოლებსა და კლუბებს. ეს კალათბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. მინდა, მადლობა ვუთხრა, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერ გივი სანაძეს. ამასთან, მადლობას გადავუხდი ფედერაციის მენეჯერთა გუნდის წევრებს გიორგი ბუცხრიკიძესა და შალვა ონიანს“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის გარდა ისაუბრეს დავით მუმლაძემ (ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი) და ს.კ „იბერიას“ თავკაცმა ამროსი ორმოცაძემ:

„მადლობას გადავუხდი ფედერაცია და მივესალმებით ასეთ წამოწყებას. ეს პროექტი ბავშვებს დაეხმარება განვითარებაში. ისინი იღებენ მნიშვენლოვან გამოცდილებას და ეჩვევიან მათთვის უცხო გარემოში, პირობებში ასპარეზობასა და ცხოვრებას“, - განაცხადა მუმლაძემ.

„ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბალტიის ლიგაში ფედერაციის დაფინანსებით. ჩვენი ასპარეზობა წარმატებული გამოდგა და ვემზადებით მომდევნო ტურისთვის. ბავშვების მონაწილეობას რაც შეეხება, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ეს პროექტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბავშვებს განვითარებასა და წინსვლას“, - აღნიშნა ორმოცაძემ.

„ზაზა“, „იბერი ბასკეტ თბილისი“ და „ჰიუნდაი“ ბალტიის ლიგაში ასპარეზობას აგრძელებენ და მორიგი მატჩების ჩასატარებლად ბალტიისპირეთში 25-27 იანვარსა და 15-17 მარტს გაემზგავრებიან.

გარდა ამისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გეგმავს, რომ დახვეწოს გუნდების თანადაფინანსების სისტემა, თუმცა მანამდე დაფინანსების განმსაზღვრელი იქნება „ჯუნიორ NBA GBF” ლიგა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 12 და 13 წლის მოზარდებისგან შემდგარი 50-მდე გუნდი იღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116345