სხვა

18:47 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძის გამარჯვებით დასრულდა

შოთა ქველიაშვილის თასის გათამაშებაზე ქალთა ტურნირი დასრულდა. საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გახდა – 562 ქულით, მეორეზე გავიდა ქუთაისელი მარიამ ჩაგანავა – 560 ქულა, მესამეზე – ბულგარელი მარია გროზდევა 557 ქულით.

სანტერესოა, რომ ქველიაშვილის თასზე ნინო სალუქვაძის გამოსვლას იაპონიის ტელევიზიაც იღებს. მომავალი ოლიმპიადის მასპინძლები აკეთებენ სერიათა ციკლს – “მსოფლიო ემზადება ტოკიოსთვის”, სხვადასხვა ქვეყნებიდან ირჩევენ სპორტის კონკრეტულ სახეობას, საქართველოდან კი საჭიდაო სახეობებთან ერთად ტყვიიის სროლაც შეარჩიეს.
იაპონელი ჟურნალისტები თბილისში საერთაშორისო ტურნირების დასრულებამდე – 24 ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.

0.133294