კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ზამთარში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ და ამასთან აგენტმა, მაზინიომ განაცხადა.
„ეს არაა იდეალური სიტუაცია. ჩვენ გვინდა, რომ სეზონში 30-40 მატჩი ითამაშოს, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ეს არ მოხდება. რატომ ხდება ასე, შეგიძლიათ მწვრთნელს კითხოთ. ზოგჯერ ათამაშებს, მაგრამ შემდეგ ისევ სათადარიგოებში გადაიყვანს. არიან დაინტერესებული გუნდები და ვფიქრობთ, რომ „ბარსელონა“ წინააღმდეგი არ იქნება“, - განაცხადა მაზინიომ Diario Sport-თან საუბარში.
მიმდინარე სეზონში 25 წლის რაფინიამ ყველა ტურნირის ჩათვლით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.