თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს V საკლუბო ჩემპიონატი. დასკვნითი ტურის წინ ლიდერობას ინარჩუნებენ: “თბილისი” და “ნონა”.
გასულ მეექვსე ტურში ორივე მათგანმა დიდი ანგარიშით იმარჯვა. “თბილისმა” 6:0 გაანადგურა “რუსთავი 2’’, ხოლო “ნონამ” 5.5:0.5 დაჯაბნა “ზუგდიდი”.
ფრედ დაასრულა შეხვედრა ჩემპიონატის მესამე ფავორიტმა “რუსთავი 1”-მა “ამომავალ ვარსკვლავთან”.
დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს “თბილისისა” და “ნონას” დაპირისპირება, რადგან სწორედ ეს მატჩი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ლევან ფანცულაია (2591) დავით ჯოჯუას (2587) ეთამაშება, დავიდ არუთინიანი (2556) – დავით მაღალაშვილს (2505), მერი არაბიძე (2388) – დავით ბენიძეს (2471), ნოდარ ლორთქიფანიძე (2314) – კონსტანტინე შანავას (2531), ნინო ხომერიკი (2349) – სოფიკო ხუხაშვილს (2316), ხოლო სოფიო გვეტაძე (2325) – მირანდა მიქაძეს (2261).
სატურნირო მდგომარეობა:
“თბილისი” – 11 (30) ქულა;
“ნონა” – 11 (30) ქულა;
“რუსთავი 1” – 9 (25.5) ქულა;
“ოზურგეთი” – 6 (17.5) ქულა;
“ამომავალი ვარსკვლავი” – 5 (14) ქულა;
“ზუგდიდი” – 4 (15.5) ქულა;
“რუსთავი 2” – 2 (10) ქულა;
“იმერეთი” – 0 (4.5) ქულა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 35 000 ლარს შეადგენს.
I ადგილი – 15 000 ლარი
II ადგილი – 10 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი
IV ადგილი – 3 000 ლარი
V ადგილი – 2 000 ლარი