უეფას ერთა ლიგის გათამაშება დასრულდა და გარდა იმისა, რომ პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა, ასევე დაკომპლექტდა 6 კალათა ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისთვის.
აქამდეც, ვიცოდით, რომ საქართველო მეოთხე კალათაში იქნებოდა განთესილი და ამით ისეთ გუნდებთან გამოირიცხა თამაში, როგორებიც რუმინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, მონტენეგროა...
ექვსივე კალათა სრულად:
I კალათა
შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი
II კალათა
გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
III კალათა
სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი
IV კალათა
უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო
V კალათა
მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები
VI კალათა
ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო
შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, დუბლინში გაიმართება. ზემოჩამოთვლილი 55 ნაკრები 10 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან, ხუთი ექვსგუნდიანი და ხუთიც 5-გუნდიანი ჯგუფი შედგება.
შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება 20 ნაკრები მოიპოვებს. შესაბამისად,ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო პირდაპირ კვალიფიცირდებიან. აი, დანარჩენი 4 ადგილი კი უეფას ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულებს ერგებათ. ეს, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ.
აქვე, მატჩების გამართვის თარიღებიც:
I ტური: 21-23 მარტი, 2019 წელი
II ტური: 24-26 მარტი, 2019
III ტური: 7-8 ივნისი, 2019
IV ტური: 10-11 ივნისი, 2019
V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019
VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019
VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019
VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019
IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019
X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019
ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალები: 26-28 მარტი, 2020 წელი
ერთა ლიგის ფინალები: 29-31 მარტი, 2020