საქართველოს ნაკრების მეტოქე უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ცნობილია და ეს ბელარუსის ნაკრები იქნება.
D დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ნახევარფინალისტი კი კოსოვო გახდა, რომელმაც უშუალო კონკურენტი აზერბაიჯანი გაანადგურა (4:0) და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის გმირი ჰოლანდიური „ჰერენვენის“ ნახევარმცველი არბერ ზენელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. შედეგად, ჯგუფის გამარჯვებულებმა ასეთი შედეგი დააფიქსირეს:
საქართველო - 16 ქულა
მაკედონია - 15 ქულა
კოსოვო - 14 ქულა
ბელარუსი - 14 ქულა
კოსოვომ ბელარუსს ბურთების ბალანსით აჯობა. შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილებიც ცნობილია: საქართველო - ბელარუსი, მაკედონია - კოსოვო. ცნობისთვის, ოთხივე ნაკრები 2020 წლის ერთა ლიგაზე C დივიზიონში ითამაშებს.
აი, რაც შეეხება მიმდინარე ერთა ლიგის პლეი-ოფს, 2020 წლის მარტში გაიმართება. ვთქვათ, რომ ბელარუსი ერთადერთი ნაკრებია მთელ დივიზიონში, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულა.
თუმცა, მომავალ მეტოქეზე უფრო ვრცლად აუცილებლად დავწერთ...
D დივიზიონი, C ჯგუფი
კოსოვო - აზერბაიჯანი 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 ზენელი (2), 2:0 ზენელი (50), 3:0 რაჰმანი (61), 4:0 ზენელი (76)
მალტა - ფარერები 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 იონსენი (3), 1:1 სორბალანი (4)