ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპიდან დაინერგოს.
AS-ისა და The Times-ის ინფორმაციით, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 3 დეკემბერს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკითხზე დღეს უეფას სამიტზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმაც ისაუბრა:
„ჩვენ უნდა შევაფასოთ ორი ასპექტი: მსაჯები და ტექნელოგია. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყოვლისმომცველ შეფასებას გავაკეთებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველაზე გვიან შემდეგი სეზონიდან დაინერგება ეს სისტემა“, - განაცხადა ჩეფერინმა.