ფეხბურთი

22:05 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" მბაპეც მოინდომა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" შემტევის, კილიან მბაპეს შეძენას აპირებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ზაფხულში იმოქმედებენ.

"იუვე" მარიო მანჯუკიჩისა და პაულო დიბალას გაყიდვას გეგმავს და მიღებულ თანხას ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერს მოახმარს. მანჯუკიჩი ამ დროისთვის დაახლოებით 30 მილიონი, ხოლო დიბალა 140 მილიონი ღირს.

მბაპესთან ერთად, ტურინელთა სამიზნე მარკო ასენსიოც იქნება, რომელიც ბოლო დროს "რეალში" ყოფით უკმაყოფილოა. ცოტა ხნის, ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ ესპანელს "იუვენტუსში" გადასვლის სურვილი გააჩნია.

0.113561