ჩოგბურთი

20:20 | 20.11.2018 | ნანახია 714 - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა წარუმატებლობა ანტალიაში

თურქულ ანტალიაში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირში 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, მათ ასპარეზობა მალევე დაასრულეს.

კვალიფიკაციაში ბარბარე ერისთავმა რუსი ეკატერინა ოვჩარენკო 7:5, 6:4 დაამარცხა, მე-2 წრეში კი მე-6 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ სტეფანი იუდით ვისშერთან 1:6, 1:6 წააგო.
ანა ქადაგიძემ საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი ბულგარელ ზინოვია ვანევას ვერ გაუმკლავდა – 1:6, 0:6.
მარიამ დალაქიშვილი “უაილდ ქარდის” წყალობით პირდაპირ გახლდათ დაშვებული, მაგრამ იაპონელ ნაჰო სატოსთან გეიმის აღებაც კი ვერ მოახერხა – 0:6, 0:6.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:03 | 21.11.2018
Sport With pleasure (4571)

ეს წაგებაა თუ განადგურება!

22:21 | 20.11.2018
ogafa (10220)

საწყენია

0.129436