ფეხბურთი

19:55 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

U21: გიორგი არაბიძის გოლი კვიპროსის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად კვიპროსელ თანატოლებთან დაზავდა. შეხვედრა პაფოსში გაიმართა და გუნდებმა თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

ანგარიში გიორგი არაბიძემ მე-11 წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო კვიპროსმა წონასწორობა 74-ე წუთზე აღადგინა ასევე პენალტით და შეხვედრა მეგობრული ანგარიშით დასრულდა. აქვე შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ გია ცეცაძის გუნდმა უკრაინასთან ითამაშა ფრე (3:3).

კვიპროსთან კი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, არდაზიშვილი, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, არაბიძე, ლეჟავა, ქავთარაძე

სათადარიგოები იყვნენ: გუგეშაშვილი, სილაგაძე, ქაფიანიძე, არველაძე, ჩოგაზე, შალიკაშვილი, ძებნიაური, სამურკასოვი, სპანდერაშვილი, კერესელიძე, ანდრონიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115243