ერთა ლიგის მატჩში გერმანიამ ჰოლანდიასთან 2:2 ითამაშა. ბუნდესნაკრებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
გერმანიის ნაკრებმა ბოლო ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში ვერც ერთი ვერ მოიგო, ასეთი რამე ბოლო 1978/79 წლების სეზონში დაფიქსირდა.
გერმანიამ ბოლო ოფიციალური შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან 2:1 მოიგო.